ტრენინგი „ტექნოლოგიების გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე უფროსი/წამყვანი მასწავლებლებისათვის““

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2022 წლის 18-23 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი და წამყვანი  მასწავლებლის სტატუსის მქონე ბუნებისმეტყველების  მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ეფექტური ონლაინსწავლება და ტექნოლოგიების გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე უფროსი/წამყვანი მასწავლებლებისათვის“ წყვილში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მზია სალაძე და თამილა თალაკვაძე.
✅ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზნებია
* მასწავლებლები გაეცნონ ბუნებისმეტყველების საგაკვეთილო პროცესში ციფრული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს; 
* პრაქტიკულად განახორციელონ აქტივობები.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
* ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ციფრული რესურსების შექმნასა და გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
* Padlet -საზიარო დაფის გამოყენებას;
* Microsoft forms-ის გამოყენებას სასწავლო პროცესში;
* ონლაინთამაშების და სხვადასხვა ციფრული რესურსების გამოყენებას;
* Sway - პრეზენტაციის შექმნას და პრქტიკაში გამოყენებას;
* Book Creator - საგანმანათლებლო პროგრამას და გამოყენებას;
* learningapps შესაძლებლობების გაცნობა და რესურსების შექმნას;
* Wakelet საგანმანათლებლო სოციალური პლატფორმის გაცნობას;
* Genially ორიგინალური მრავალფუნქციური პროგრამის გაცნობას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ 23 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.