ზოგადპროფესიული უნარების ტრენინგები უფროსი მასწავლებლებისათვის

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.
➡ 2022 წლის 18-27 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.
➡ ტრენინგს: „თანამედროვე მიდგომები სწავლებაში“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მირანდა გორგოშიძე და ნათია ფხალაძე. 
ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი
➡ მოდულის მიზანია: მონაწილეები გაეცნობიან დიფერენცირებული სწავლებისა და კონსტრუქტივიზმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებულ სწავლისა და სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს, რომელთა სასწავლო პროცესში გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, მათში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. მონაწილეები შეძლებენ განხილული სტრატეგიების გამოყენებას სასწავლო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
➡  ტრენინგის თემატიკაა: დიფერენცირებული სწავლებისა და კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპები; მოსწავლეებში სოციალური და მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიტიკური, კრიტიკული, შემოქმედებითი, მეტაკოგნიტური) გასავითარებელი სტრატეგიები და სასწავლო პროცესში მათი გამოყენების შესაძლებლობები.
➡ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡ 22 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე. 
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება მასზე დარეგისტრირებული ყველა უფროსი მასწავლებლისათვის.