ტრენინგი: „ტანვარჯიშის და მძლეოსნობის ელემენტების სწავლება სპორტის გაკვეთილებზე“

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 18-27 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე სპორტის  მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „ტანვარჯიშის და მძლეოსნობის ტექნიკური ელემენტების სწავლების ხელშეწყობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე უფროსი მასწავლებლებისთვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: გივი კერესელიძე.
➡️ კურსის მიზანია: მასწავლებლები გაიღრმავონ ცოდნა ტანვარჯიშისა და მძლეოსნობის სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდიკაში; ტრენინგი დაეხმარება მასწავლებლებს გაიუმჯობესონ საგნობრივი კომპეტენცია, სწავლა-სწავლების პროცესში გაიუმჯობესონ მაიქროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენება.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები:
• გაიღრმავებენ ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების ტექნიკას;
• შეძლებენ მოსამზადებელი ვარჯიშების კომპლექსების შედგენას;
• გაიღრმავებენ ცოდნას ტანვარჯიშულ და მძლეოსნურ ტერმინოლოგიაში; 
• დაეუფლებიან ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების სწავლების მეთოდებს;
• გაიღრმავებენ ცოდნას კომპლექსური დავალებების შედგენაში ტანვარჯიშის და მძლეოსნობის თემატიკებზე;
• შეძლებენ უსაფრთხოების დაცვას ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების სწავლებისა და შესრულების დროს;
• დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡️ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - მაია ზოსიძე.