დასრულდა უფროსი მასწავლებლების ტრენინგი - „კინო მუსიკისათვის “

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2022 წლის 9-18 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მუსიკის მოქმედი მასწავლებლების მეორე ჯგუფისათვის. 
✅ ტრენინგ-მოდულს:  „კინო მუსიკისათვის უფროსი მასწავლებლებისათვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ლალი კონცელიძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ მოდულის მიზანია: კინოსა და მუსიკის ურთიერთკავშირის დადგენა, მუსიკალური ფილმების გახილვა, სცენარის წერის ტექნიკის გაცნობა
✅ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: 
• მოსწავლეების შემოქმედებითი იდეების გენერირების ხელშეწყობას, 
• მუსიკასა და ხელოვნების სხვა დარგებს შორის კავშირების  გამოყენებას მუსიკის ფუნქციონირებისათვის.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ 17 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.