ინკლუზიური განათლების ტრენინგები დასრულდა

➡️  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებელთა ტრენინგები. 
➡️ 2022 წლის 16-20 და 22 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ინკლუზიური განათლების ტრენინგები წამყვანი მასწავლებელის სტატუსის მქონე ნებისმიერი საგნის მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგს: „ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული წამყვანი მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - დალი თურმანიძე. 
➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდული ემსახურება  წამყვანი მასწავლებლის პროფესიულ გაძლიერებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით. 
ტრენინგის პირველი ნაწილი ეთმობა ინკლუზიური განათლების ფორმებისა და პრინციპების ანალიზს, მომდევნო საკითხები ფარავს ინკლუზიურ განათლებაში მოსწავლის ჩართვის ციკლსა და მოსწავლესთან მუშაობის სისტემურ პროცედურებს. 
მოდულის შემდეგი ნაწილი აერთიანებს ცოდნას მასწავლებლის დამხმარე სწავლებისა და სწავლის თანამედროვე სტრატეგიების, კლასისა და მოსწავლის არასასურველი ქცევის მართვის პრინციპების შესახებ.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: 
* მსმენელმა შეძლოს ინკლუზიური პრაქტიკის დანერგვა და განვითარება სკოლაში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
* შეძლოს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების პირველადი იდენტიფიცირება და შეფასებული სსსმ მოსწავლის შესაფერისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;
* შეძლოს მოსწავლის ინტეგრირება სასწავლო პროცესში კოლეგებთან და მშობელთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად;
* გამოიყენოს უნივერსალური დიზაინის სასწავლო მასალის ადაპტარებისა, სწავლებისა და ინტერვენციის პროცესში. 
* შეძლოს კლასის მართვისა და მოსწავლის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერი გეგმის შემუშავება. 
➡️  იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: 
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს; 
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ 22 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.