ტრენინგები - „მდგრადი განვითარების მიზნები გეოგრაფიის გაკვეთილზე“


✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2022 წლის ივლისში ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა მდგრადი განვითარებისთვის  ხელშეწყობის ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის გეოგრაფიის მასწავლებელთა ორი ჯგუფისათვის (I ჯგუფი - 11-20 ივლისი; II ჯგუფი: 6-20 ივლისი და  22-26 ივლისი). 
✅ ტრენინგ-მოდულს: „მდგრადი განვითარების მიზნები  და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა გეოგრაფიის გაკვეთილზე უფროსი მასწავლებლებისთვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლუიზა რევიშვილი. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულის მიზანია: 
• მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და  ცოდნის გაღრმავება; 
• მდგრადი განვითარების მიზნებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გაცნობა, გააზრება  და  გეოგრაფიის გაკვეთილებზე შესაბამისი აქტივობებისა და კომპლექსური დავალებების  დაგეგმვა/განხორციელება;
• ციფრული და სხვადასხვა   რესურსების  გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე მდგრადი განვითარების მიზნებისა   და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გასააზრებლად;
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: 
• გაიღრმავონ  პროფესიული ცოდნა  მდგრადი განვითარების მიზნებისა  და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ;
• გაეცნონ განათლება მდგრადი განვითარების მნიშვნელობას;
• დაეუფლონ  მდგრად განვითარებასა და მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლების სტარტეგიებს; 
• მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობისა  გააზრებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლების  მიზნით დაგეგმონ აქტივობები და იმუშაონ კომპლექსიურ დავალებებზე; 
• გამოიყენონ ციფრული და  სხვა  სახის რესურსები   მდგრადი განვითარების მიზნებისა  და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ  აქტივობების დასაგეგმად; 
• შეძლონ  დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
✅იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 70%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად  ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.