დასრულდა ტრენინგი - „ვეფხისტყაოსნის“ აქტუალური საკითხების სწავლების თავისებურებები

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ასრულებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 16-25 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე ქართული ენისა და ლიტერატურის (7-12 კლ.) მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „ვეფხისტყაოსნის“ საკვანძო და აქტუალური საკითხების სწავლების თავისებურებები უფროსი მასწავლებლებისათვის“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე და თინათინ გიორგაძე.
➡️ ტრენინგ-კურსის მიზანია: 
• „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების აქტუალური საკითხების განხილვა და ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობა. 
•Bookcreator პლატფორმის შესაძლებლობების გააზრება და მისი ეფექტიანი გამოყენება სწავლებაში.   
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას;
• „ვეფხისტყაოსნის“ ძირითად სახისმეტყველებით ასპექტებზე მსჯელობას;
• მსჯელობას  „ვეფხისტყაოსანში“ ადამიანის რენესანსული იდეალის შესახებ;
• მსჯელობას ფერის სიმბოლურ დანიშნულებასა და  ფერთამეტყველებაზე ,,ვეფხისტყაოსანში“;
• დისკუსიის გამართვას „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით;
• პოემაში „საჩოთირო ეპიზოდების“ შესახებ მოსაზრებების ანალიზსა და ამ საკითხის მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობას;
• Bookcreator პლატფორმის შესაძლებლობების გააზრებასა და მის ეფექტიან გამოყენებას სწავლებაში.   
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡️ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.