მათემატიკის (7-12 კლ.) უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგების ზაფხულის ეტაპი. 
➡️ 2022 წლის 16-25 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის უფროსი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულს: „საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების აქტუალური საკითხები“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - როინ ნაკაიძე. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებმა განივითარონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები; გაეცნონ მათემატიკის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
➡️ კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საკითხებში:
• გამჭოლი კომპეტენციების ფორმირება მათემატიკური შინაარსის დავალებებზე მუშაობისას;
• მათემატიკის საბუნებისმეტყველო საგნებთან ინტეგრირების დაგეგმვა;
• კომპიუტერული პროგრამების - GeoGebra, Desmos გამოყენება სწავლების პროცესში;
• ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა შეფასების, თანამშრომლობითი სწავლების და დიფერენცირებული სწავლების მიზნით;
• ისტ-ის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე დიფერენცირებული სწავლების პედაგოგიური მიდგომების რეალიზაციის მიზნით; 
• ისტ-ის გამოყენება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პედაგოგიური მიდგომების რეალიზაციის მიზნით.
• GeoGebra classic 5: ინტერფეისი, სამუშაო ველები, თვისებები
• რესურსების შექმნა 2D და 3D გრაფიკით აგების წესების განხილვა;
• გაკვეთილის დაგეგმვა რესურსის შექმნა; პირისპირ და ონლაინ გაკვეთილის წარმართვის ხერხები. (GeoGebra claasroom)
➡️იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ 20 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ:  დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.