ტრენინგი: „ქართული ლიტერატურის სწავლების აქტუალური საკითხები წამყვანი მასწავლებლებისათვის“

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ასრულებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2022 წლის 25-30 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე ქართული ენისა და ლიტერატურის (7-12 კლ.) მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: ქართული ლიტერატურის სწავლების აქტუალური საკითხები („ვეფხისტყაოსნის“ საკვანძო და აქტუალური საკითხების სწავლების თავისებურებები) წამყვანი მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ანა ლორია.
✅ ტრენინგ-კურსის მიზანია: 
• „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების აქტუალური საკითხების განხილვა და ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობა.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას;
• „ვეფხისტყაოსნის“ ძირითად სახისმეტყველებით ასპექტებზე მსჯელობას;
• მსჯელობას  „ვეფხისტყაოსანში“ ადამიანის რენესანსული იდეალის შესახებ;
• მსჯელობას ფერის სიმბოლურ დანიშნულებასა და  ფერთამეტყველებაზე ,,ვეფხისტყაოსანში“;
• დისკუსიის გამართვას „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით;
• პოემაში „საჩოთირო ეპიზოდების“ შესახებ მოსაზრებების ანალიზსა და ამ საკითხის მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობას. 
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ 28 ივლისს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.