დასრულდა მათემატიკის (7-12 კლ.) წამყვან მასწავლებელთა ტრენინგები

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 23-28 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის მათემატიკის მოქმედი მასწავლებლებისათვის. 
➡️ ტრენინგ-მოდულს: „პროექტზე დაფუძნებული სწავლება მათემატიკაში საბაზო-საშუალო საფეხურზე. ინტერკულტურა, მდგრადი განვითარება, მედიაწიგნიერება, მეწარმეობა მათემატიკის კონტექსტში კურსი წამყვანი მასწავლებლებისთვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი როინ ნაკაიძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებმა განივითარონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები; გაეცნონ მათემატიკის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა GeoGebra-ს, როგორც დამხმარე ინსტრუმენტის გამოყენებას  მათემატიკის გაკვეთილის დაგეგმვისას, სწავლების პროცესში.
➡️ კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საკითხებში:
• როგორ უნდა განხორციელდეს ინტერდისციპლინური პროექტები;
• როგორ უნდა შეიმნას GeoGebra-ს მეშვეობით ინტერაქტიული სიმულაციები;
• როგორ ხდება  GeoGebra-ს ანიმაციების ინტეგრირება ვებ-სივრცეში;
• როგორ შეიძლება GeoGebra-ს გამოყენება სტერეომეტრიის სწავლებისას;
• GeoGebra-ს მეშვეობით ალბათობის და სტატისტიკის მიმართულების ცალკეული საკითხების სწავლება.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 70%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ 26 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ:  დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.