ქართული ენის (1-6 კლ.) წამყვან მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა
✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში/ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2022 წლის 25-30 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (1-6 კლ.) ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება ქართულის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე, წამყვანი მასწავლებლებისთვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: თინათინ გიორგაძე.
✅ ტრენინგ-კურსის მიზანია:
• მასწავლებლები გაეცნონ მრავალფეროვან ელექტრონულ რესურსებს, რომელთა გამოყენებასაც შეძლებენ საგაკვეთილო პროცესში,
• ამასთანავე ისწავლიან თავად როგორ უნდა შექმნან ელექტრონული სასწავლო რესურსი,
• შეძლებენ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული რესურსების შერჩევას, ანალიზსა და შექმნას;
• სწავლა-სწავლების პროცესში მაიქროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენება.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• ტრენინგზე დამუშავებულ საკითხებზე კომპლექსური დავალებების იდეების გენერირებას;
• მონაწილეები შეძლებენ ციფრული რესურსების მიზნობრივად შექმნასა და გამოყენებას;
• დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ 27 ივლისს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.