USAID-ის პროგრამის პრეზენტაცია - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“

➡️ 2022 წლის 9 დეკემბერს , სასტუმრო “ჰილტონ ბათუმში” ჩატარდა USAID-ის პროგრამის  პრეზენტაცია: „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“.

➡️ პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

➡️ შეხვედრა გახსნა და მოწვეულ საზოგადოებას მიესალმა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  ხელმძღვანელი - ასლან ჭანიძე.  

➡️ პროგრამის მიზნებისა  და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა პროგრამის კოორდინატორმა -  სალომე ფუტკარაძემ.

➡️ მონაწილეებს თავისი წარმატების ისტორია გაუზიარა ორგანიზაციის ბენეფიციარმა - გიორგი ბოლქვაძემ.