ინკლუზიური განათლების ტრენინგები დასრულდა

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის განათლების ფონდი/ ბათუმის მასწავლებლის სახლი ატარებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ტრენინგს საჯარო და კერძო სკოლების  სპეც. მასწავლებლებისა და კლასის ხელმძღვანელებისათვის.

➡️ 2022 წლის 10-16 დეკემბერს, ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ინკლუზიური განათლების ტრენინგები ბათუმისა და ხელვაჩაურის სკოლების სპეც. მასწავლებლებისა და კლასის დამრიგებლების ორი ჯგუფისათვის.

➡️ მოდულს: ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თამარ გოგიშვილი (ბათუმი) და დალი თურმანიძე (ხელვაჩაური). ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 7 სესია, (მათ შორის 1-6 დღე - 3 საათი, მე-7 დღე - 2 საათი).

➡️ ტრენინგ-მოდულის მიზნებია: მონაწილეებმა განივითარონ კომპეტენცია, რომლის საფუძველზე შეძლებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. საგნის პედაგოგები ტრენინგით მიიღებენ ინფორმაციას მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პრინციპების შესახებ, მათ შორის მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის შეფასების, მიზნების დასახვის, კომპლექსური დავალების ადაპტირებისა და შეფასების შესახებ.

➡️  ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ:

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კომპონენტების განსაზღვრა და მათზე დაყრდნობით სსსმ მოსწავლისთვის მიზნების ფორმულირება;

მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის შეფასება; 

კომპლექსური დავალებების ადაპტირება სწავლა-სწავლების ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებით;

სსსმ მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესში განმავითარებელი შეფასების წარმოება.

➡️  მონაწილეთა შეფასების პირობები:

იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

  • დაესწროს ტრენინგის 90%-;
  • წარმოადგინოს შესრულებული დავალება 70%; (მაქს ქულა 10; მინ. ქულა 7)

➡️  14 დეკემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო: დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.