გეოგრაფიის მასწავლებელთა სტატუსის ტრენინგები დასრულდა

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2023 წლის 11-13 აპრილს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა მდგრადი განვითარებისთვის  ხელშეწყობის ტრენინგი უფროსი/წამყვანი  მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის გეოგრაფიის მასწავლებელთათვის.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ციფრული რესურსების გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლუიზა რევიშვილი. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 6 საკონტაქტო საათი, 3 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულის მიზანია:

• მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და  ცოდნის გაღრმავება;

• კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული  ციფრული რესურსების შერჩევა, ანალიზი და შექმნა;

• ციფრული რესურსების  გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისათვის და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას.

✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

• გაიღრმავონ  პროფესიული ცოდნა და უნარები გეოგრაფიის სწავლებისას  ისტ-ის  გამოყენების მიმართულებით; 

• დაეუფლონ ციფრული რესურსების გამოყენებისა და ანალიზის  სტრატეგიებს;

• მიზნობრივად  და ეფექტიანად  შეარჩიონ  და გამოიყენონ  ციფრული რესურსები  გეოგრაფიის სწავლებისას და კომპლექსურ დავალებებზე  მუშაობისას;

• საჭიროების შემთხვევაში  შეძლებისდაგვარად თავად შექმნან  გეოგრაფიული ციფრული რესურსები ( მაგ; ინტერაქტიური რუკები და სხვ.) და სხვა  სახის გეოგრაფიული წყაროები.

✅იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 70%-ს;

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ 12 აპრილს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.