საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერა

✅ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 2019 წლიდან მოქმედებს საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროექტი. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ციფრულ ტექნოლოგიებს და მათ ხელმისაწვდომობას საზოგადოებისათვის. 

საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოდელო კლუბიჩხირკედელა“. დღეისათვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საქართველოს მასშტაბით, ვითარდება კლუბ "ჩხირკედელას" ქსელი და აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ბაზაზე უახლოეს დღეებში დაგეგმილია მოსწავლეთა სამოდელო კლუბის შექმნა.

მოდელები შეიქმნება STEM კლუბში „ჩხირკედელა“ და ამ პროცესში სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოდელების უმრავლესობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მათი ავტომატიზებული მართვა  ღია კომპიუტერული პლატფორმა მიკროკონტროლერ Arduino-ს გამოყენებით.

კლუბის საქმიანობა ხელს შეუწყობს:  სწავლა/სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას საბუნებისმეტყველო საგნებში; მოსწავლეებში მეცნიერული კვლევის და STEM უნარ-ჩვევების განვითარებას; სკოლებში STEM სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის ხელშეწყობას; საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას თანამედროვე სწავლების ტექნოლოგიებითა და ისტ ტექნოლოგიებით.

STEM-ის საგნების მასწავლებლებს შევთავაზებთ ოთხდღიან ტრენინგს. სკოლებს კი დავეხმარებით კლუბის შექმნაში როგორც შინაარსის მიმართულებით, ასევე ტექნიკური აღჭურვის პროცესშიც (კონსულტაციებით).