განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომა

უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა  კომიტეტის  სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, ა(ა)იპ  აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელის - სულიკო თებიძის ინფორმაცია მოისმინეს გაწეული საქმიანობის შესახებ.

  როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ფონდის უმთავრესი მიზანი სოციალურ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობაა, საქართველოს სახელმწიფო, უცხო ენების, კომპიუტერული სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებებს მოიცავს და შესაბამისი პროგრამებით ასეულობით ადამიანმა ისარგებლა.

  ფონდის დირექტორმა  ასევე ისაუბრა განხორციელებულ აქტივობებსა და იმ სიახლეებზე, რომელთა დანერგვაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

  კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი ანგარიში კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.