დასრულდა მათემატიკის (1-6 კლ.) წამყვან მასწავლებელთა ტრენინგი

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2023 წლის 7-9 და 19-21 აპრილს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები დაწყებითი საფეხურის მათემატიკის წამყვანი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „პროექტებით სწავლება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება პროექტებით სწავლების პირობებში დაწყებით საფეხურზე, წამყვანი მასწავლებლებისთვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნინო ვაშალომიძე. 
➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის  სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები; გაეცნონ მათემატიკის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ: 
1.    მონაწილეები შეძლებენ პროგრამა GeoGebra-ს, როგორც დამხმარე ინსტრუმენტის გამოყენებას  მათემატიკის გაკვეთილის დაგეგმვისას, სწავლების პროცესში; 
2.    კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საკითხებში:
• მათემატიკური შინაარსის ან STEAM პროექტებით სწავლება დაწყებით საფეხურზე;
• ციფრული ფორმატის მათემატიკური შინაარსის მასალის შექმნის ტექნიკური საშუალებები;
• ონლაინ ტესტირების ტექნიკური საშუალებები და მათი გამოყენება მოსწავლეთა შედეგების მონიტორინგისას;
• ციფრული მასალის კოლეგებისთვის და მოსწავლეებისთვის გაზიარების ტექნიკური საშუალებები; საგანმანათლებლო სოციალური ქსელის და ვირტუალური კლასის ეფექტური მართვა.
➡️ მისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ 20 აპრილს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.