პრეზენტაცია CERN-ის შესახებ ქედის ფიზიკის პედაგოგებისათვის

➡️ 2023 წლის 11 მაისს დაბა ქედის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის აუდიტორიაში  ჩატარდა შეხვედრა/პრეზენტაცია ფიზიკის პედაგოგებისათვის: „ცერნი - ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია“.

➡️ პრეზენტაციას უძღვებოდა ბათუმის მასწავლებლის სახლის 2023 წლის ცერნში სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული, ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი - ნაირა გოგიტიძე, რომელიც 2023 წლის 26 მარტიდან - 1 აპრილამდე სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდა შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire).

➡️ შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ზოგადი ინფორმაცია ცერნის შესახებ და დაარსების ისტორია, ცერნის ამაჩქარებლები, დიდი ადრონული კოლაიდერი, ცერნის ლაბორატორიების მეცნიერული მიღწევები. საკითხებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და დისკუსიაში გადაიზარდა.

➡️ პრეზენტაციას ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - ჯემალ სურმანიძე, ა(ა)იპ  აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ქედის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი - დურმიშხან შავიშვილი, აჭარის განათლების ფონდის კორდინატორი - ანა ლამპარაძე,  ქედის საჯარო სკოლების ფიზიკის პედაგოგები და დაბა ქედის საჯარო სკოლის ფიზიკის კლუბის წევრი მოსწავლეები.

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საჯარო და კერძო სკოლის ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში სტაჟირების პროგრამა ყოველ წელს დაიგეგმება.