მიმდინარეობს ტრენინგი - „სკოლებში ბულინგის პრევენცია“

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) TEAMS-ის პლატფორმაზე წარმატებით მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ვებინარული ტრენინგები.

➡️ 2023 წლის მაისში ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა გამჭოლი ტრენინგ-კურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი საგნის უფროსი მასწავლებლების ოთხი ჯგუფისათვის. ტრენინგის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡️ ტრენინგ-კურსს:"სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა" ატარებდნენ: 12-21 მაისს  ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი (ბათუმი) და ნიკოლოზ იმედაიშვილი (ქობულეთი); ხოლო 15-24 მაისს: ინგა მოსიძე (ქედა), კახაბერ ჩაკვეტაძე (ხელვაჩაური).

➡️ აღნიშნული ტრენინგ-კურსის მიზანია პედაგოგებმა აიმაღლონ კომპეტენცია:

• ბულინგის პრევენციისა და სკოლაში პოზიტიური სასწავლო და სააღმზრდელო გარემოს შექმნის საკითხებში;

• ძალადობის სახეებსა და ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებში.

➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მონაწილეები შეძლებენ:

• ამოიცნონ ბულინგის შემთხვევები;

• შექმნან ბულინგის პრევენციის სასკოლო კონცეფცია სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით;

• დაინახონ 2018-2024 წლის ეროვნული სასწავლო გეგმაში  ბულინგის პრევენციის ორგანულად ჩართვის შესაძლებლობა.

➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 70%-ს (მინიმუმ 7 სესია);

• გადალახოს ტესტის შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%

(ტესტი ტრენინგის ბოლოს აიტვირთება ტრენერის მიერ სატრენინგო ჯგუფში, თიმს-ის ონლაინ პლატფორმაზე).

➡️ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

➡️ აღნიშნული ტრენინგ-კურსი ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი საგნის უფროსი მასწავლებლებისათვის.