ტრენინგები რუსული ენის უფროსი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2023 წლის თებერვალ-მარტში ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი რუსული, როგორც უცხოური ენის მოქმედი უფროსი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის: I ჯგუფი - 24-28 თებერვალი; 1-5 მარტი; II ჯგუფი - 10 -19 მარტი.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ონლაინ-ინსტრუმენტების გამოყენება რუსული ენის გაკვეთილზე უფროსი მასწავლებლებისათვის “ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლალი მსხილაძე.

✅ ტრენინგ-კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ:

• საგაკვეთილო პროცესში ონლაინ-რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს;

• სწავლა-სწავლების პროცესში  სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების და VEB2 ინსტრუმენტების ელ-სერვისის გამოყენებას;

• თემის/გაკვეთილის დაგეგმვას ონლაინ რესურსების გამოყენებით.

✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ - რუსულის, როგორც უცხოური ენის გაკვეთილზე ციფრული რესურსების შექმნასა და გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად; გაეცნობიან და დაგეგმავენ თემას/გაკვეთილს შემდეგი პროგრამების გამოყენებით:

• Book Creator - საგანმანათლებლო პროგრამა

• www. goconqr.com  - საიტი

• Makebeliefscomix

• Thinglink  - ინტერაქტიული ინფოგრაფიკის/ინტერაქტიული პლაკატების შექმნის  ინსტრუმენტი

• Timelinely

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 70%-ს, მინიმუმ 7 სესიას;

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%

✅ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.