ყურადღება! ცვლილება გასაუბრების თარიღში!!! ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში სტაჟირების კონკურსში მონაწილე კანდიდატების საყურადღებოდ!!!

➡️ დასავლეთ საქართველოში, და კერძოდ აჭარაში, ამინდის მკვეთრად გაუარესების - დიდთოვლობის გამო, 2025 წლის 28 თებერვალს ჩანიშნული ცერნში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire)  სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდება მიმდინარე წლის 3 მარტს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად!

➡️ კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ ცხრილში მოცემული ინფორმაციის  (თარიღი, დრო) მიხედვით, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში შემდეგ მისამართზე:  ქ. ბათუმი, ბაგრატიონის  ქუჩა #123.

➡️ კანდიდატი,  რომელიც არ გამოცხადდება დადგენილ დროს, მოიხსნება შესარჩევი კონკურსიდან.

➡️ კონკურსის მეორე ეტაპის შესახებ ინფორმაცია იხილეთ სრულად ბმულის საშუალებით...