აჭარის პედაგოგთა პირველი რეგიონული კონფერენცია
აჭარის განათლების ფონდის ორგანიზებით 2014 წლის 26–28 დეკემბერს სასტუმრო „ოაზის“-ში ჩატარდა პირველი რეგიონული კონფერენცია „სწავლების ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები”.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები, მოწვეული ექსპერტები და ტრენინგებში აქტიურად მონაწილე პედაგოგები ქ. ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტიდან.
კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა პლენარულ, სექციურ და სტენდურ მოხსნებებს შემდეგი მიმართულებებით:
ქართული ენა და ლიტერატურა,
განათლების დაწყებითი საფეხური,
გეოგრაფია/ისტორია/სამოქალაქო განათლება,
უცხოური ენები,
მათემატიკა/ფიზიკა,
ქიმია/ბიოლოგია,
ზოგადი პროფესიული უნარები/ინკლუზიური განათლება, ხელოვნება/მუსიკა/სპორტი.