ვიზიტი ქ. ვროცლავის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში

➡️2025 წლის 12-19 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პოლონეთში, ქვემო სილეზიაში განხორციელდა აჭარის საჯარო სკოლების საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა სასწავლო ვიზიტი ქ. ვროცლავის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში.

➡️ მასწავლებელთა სტაჟირების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის  დირექტორი - სულიკო თებიძე. ჯგუფს კოორდინაციას უწევდა  და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

➡️ სტაჟირებაში მონაწილეობა მიიღო 10 კონკურსანტმა, რომლებმაც  წარმატებით გაიარეს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის შესარჩევი კონკურსი.

➡️ 2025 წლის 15 ოქტომბერს განხორციელდა ვიზიტი ვროცლავის მასწავლებელთა  მომზადების  ცენტრში. სტუმრებმა  დაათვალიერეს ცენტრის შენობა და შეხვდნენ  ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მასპინძელმა მხარემ წარმოადგინა პრეზენტაცია პოლონეთში განათლების სისტემის მოწყობისა და სოციალური მეცნიერებების სწავლების მეთოდიკის შესახებ.

➡️ საქართველოდან ჩამოსული მასწავლებლების დელეგაციას მიესალმნენ: ქვემო სილეზიის განათლების კურატორი - ევა შკრჟივანეკი, ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი - პაველ განცარი და ვროცლავის მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის დირექტორი, დოქტორი - კატაჟინა პავლაკ-ვეისი. მათ აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლონეთისა და საქართველოს ორი რეგიონის - ქვემო სილეზიისა და აჭარის მეგობრობა, რომელიც მოიცავს მრავალმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის  განათლებისა და კულტურის სფეროში.

➡️ ასევე, ცენტრის შენობაში გაიმართა ქვემო სილეზიის განათლების პირველი კურატორის, იან დ. დებსკისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია.

➡️ შეხვედრის დასასრულს მასპინძლებმა და სტუმრებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.