აჭარის მასწავლებელთა ვიზიტი ვროცლავის სკოლებში

➡️ 2025 წლის 16-17  ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პოლონეთში, ქვემო სილეზიაში განხორციელდა აჭარის საჯარო სკოლების საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა სასწავლო ვიზიტი ვროცლავის საჯარო სკოლებში.

➡️ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღო 10 კონკურსანტმა, რომლებმაც  წარმატებით გაიარეს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის შესარჩევი კონკურსი.

☑️ სამოქალაქო განათლება: ნინო ტავლალაშვილი (სსიპ ბათუმის №4 საჯარო სკოლა), თამარ სურმანიძე (ბათუმის სსიპ №6 საჯარო სკოლა), მზიური შავაძე (სსიპ დაბა ქედის  საჯარო სკოლა), ქეთევან სურმანიძე (ხელვაჩაურის სსიპ მახოს საჯარო სკოლა).

☑️ გეოგრაფია: ანა ანუშიძე (სსიპ ბათუმის №2 საჯარო სკოლა), ნინო ვაშალომიძე (სსიპ ბათუმის N11 საჯარო სკოლა), ნარგიზ ქათამაძე (სსიპ ბათუმის N6 საჯარო სკოლა)

☑️ ისტორია: გურამ დუმბაძე (ქედის სსიპ უჩხითის საჯარო სკოლა), ირმა რიონიძე (ქობულეთის სსიპ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა), დალი შავაძე (ხულოს სსიპ ძირკვაძეების საჯარო სკოლა)

➡️ სასწავლო ვიზიტის პროგრამა მოიცავდა ვიზიტებს ვროცლავის სკოლებში.

☑️ 16 ოქტომბერს განხორციელდა ვიზიტი ვროცლავის 77-ე დაწყებით სკოლაში. მასწავლებლები  შეხვდნენ სკოლის  ადმინისტრაციას და დაესწრნენ ისტორიისა და გეოგრაფიის  გაკვეთილებს.

☑️ 17 ოქტომბერს განხორციელდა  ვიზიტი ვროცლავის მე-12  საშუალო სკოლაში.  მასწავლებლები  შეხვდნენ სკოლის  ადმინისტრაციას, დაესწრნენ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებს და შეხვდნენ მოსწავლეთა კლუბის წევრებს. მათ ასევე ჩაუტარდათ ორი სემინარი ინტერაქტიული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

➡️ მასწავლებელთა სტაჟირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა: აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის  დირექტორი - სულიკო თებიძე. ჯგუფს კოორდინაციას უწევდა  და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.