მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა

 

➡️ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებლებს სტატუსის ასამაღლებლად გამოცდის ჩაბარება აღარ დასჭირდებათ და ამას შეძლებენ პრაქტიკულად, კონკრეტული აქტივობების შესრულებით. როგორ განხორციელდება ეს პრაქტიკაში?

➡️ ამის შესახებ 2026 წლის 22 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიის გადაცემაში - „Zoom განათლებაზე“ ისაუბრა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის  დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ.

✅ „სტატუსის ამაღლების მსურველმა მასწავლებელმა უნდა აირჩიოს სამ მიმართულებას შორის ერთ-ერთი მიმართულება: სწავლა-სწავლება; საგანმანთლებლო კვლევა ან განათლების მართვა/ადმინისტრირება. შემდგომ კი მან უნდა წარადგინოს ერთი წლის სამოქმედო გეგმა, რომელსაც კომისია განიხილავს".

✅ გეგმის შემუშავების პარალელურად მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ წამყვანი მასწავლებლის სპეციალიზებული კურსი.

✅ რაც შეეხება განვითარების მსურველ მენტორ მასწავლებელს, მინიმუმ ორი დადებითი შეფასება უნდა ჰქონდეს რესურსცენტრისგან და შემდეგ გააკეთებს განაცხადს ეროვნულ კონკურსში.“