ვიზიტი ფერიის საჯარო სკოლაში, აფხაზური ენის შემსწავლელ უფასო კურსზე

•დღეს აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე,

მოადგილე ედუარდ მიქელაძესთან და თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდნენ ფერიის საჯარო სკოლაში, სადაც აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის განათლების ფონდის ეგიდით მიმდინარეობს აფხაზური ენის შემსწავლელი უფასო კურსები.

•ვიზიტის ფარგლებში დაესწრნენ გაკვეთილს, გაეცნენ სასწავლო პროცესს, მოსწავლეთა ჩართულობას და კურსის მიმდინარეობას. ასევე ადგილზე ისაუბრეს არსებულ პირობებსა და საჭიროებებზე.

•აფხაზური ენის სწავლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და გააღრმავონ ურთიერთობები.