ცერნში სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული კანდიდატები
2016 წლის 10 ივლისს ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებელთა სახლის მიერ ქ. ჟენევაში. ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი გასაუბრება.
კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი იყვნენ:
ირაკლი თავბერიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე;
ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე,
ზურაბ ბერია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფიზიკის სპეციალისტი,
მარინა პაქსაძე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი,
მინდია ნაკაშიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის იურისტი,
ირმა მახარაძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი.
დამკვირვებლის სტატუსით გასაუბრებას ესწრებოდა: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის წარმომადგენელი - ნათია ბერიძე.
გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კანდიდატმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.
კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო ორგანიზაციის საიტზე.
გასაუბრებაზე კანდიდატებს უნდა წარმოედგინათ:
- გაკვეთილის გეგმა word - ის ფაილით;
- გაკვეთილის გეგმა Power Point პრეზენტაციის სახით (8-10 სლაიდი; თხრობის
ხანგრძლივობა 15 წუთი) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხზე.
კონკურსის მეორე ეტაპი (გასაუბრება) წარმატებით გადალახა სამმა კანდიდატმა:
- იამზე ხალვაში (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი);
- ლარისა ქოქოლაძე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის №1 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი);
- მერაბ დიასამიძე (ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი).
ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება მიმდინარე წლის 11-18 სექტემბერს.