ქობულეთის მასწავლებელთა XI მუნიციპალური კონფერენცია

➡️ 2026 წლის 18 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სპმთპ ადგილობრივი წარმომადგენლობის მხარდაჭერით და ქობულეთის რესურსცენტრის ორგანიზებით, პედაგოგთა XI მუნიციპალური კონფერენცია - ,,სწავლა/სწავლების და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ ჩატარდა.

➡️ კონფერენცია აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა -  მაია ხაჯიშვილმა გახსნა. მასწავლებლებს მუნიციპალიტეტის მერი - ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, პროფკავშირის რაიონული თავმჯდომარე - გელა ლაზიშვილი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს.

➡️ კონფერენციაზე მასწავლებელთა 50 მოხსენება სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით 8 სექციაზე იქნა წარმოდგენილი. სექციის მუშაობას უძღვებოდნენ აჭარის განათლების ფონდის ტრენერები.

➡️ კონფერენციას მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მასწავლებლები, ადმინისტრაციის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.