დასრულდა პოლონელი მასწავლებლები აჭარაში ვიზიტი
✅ 2026 წლის 4-10 ივნისს მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აჭარას ქვემო სილეზიის 12 კაციანი ჯგუფი ეწვია.
✅ პედაგოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ: ქ. ვროცლავის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი - კატარჟინა პავლაკ-ვეისი და დირექტორის მოადგილე - იოანნა კაჩმარსკა.
✅ ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა:
- ვიზიტი აჭარის განათლების ფონდში და შეხვედრა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესთან;
- ვიზიტი სარფის საჯარო სკოლაში და ერთობლივი ვორქშოფი მოსწავლე/მასწავლებლების ჩართულობით ისტორიასა და გეოგრაფიაში;
- ვიზიტი ქედის საჯარო სკოლაში და ერთობლივი ვორქშოფი მეწარმეობაში მოსწავლე/მასწავლებლების ჩართულობით;
- ვიზიტი ქობულეთის მე-2 სკოლაში და ერთობლივი ვორქშოფი მოსწავლე/მასწავლებლების ჩართულობით ისტორია/მოქალაქეობაში.
✅ სტუმრები ასევე გაეცვნენ რეგიონის კულტურულ/ტურისტულ პოტენციალს და მოინახულეს: გონიოს ციხე-სიმაგრე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ძმები ნობელების მუზეუმი, პეტრას ციხე, ხელოვნების მუზეუმი, დელფინარიუმი.
✅ ვიზიტის დასასრულს ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს სერტიფიკატები გადაეცა. მსგავსი ღონისძიება ხელს უწყობს პედაგოგთა პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას. პროექტი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება რეგიონებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.






