ყურადღება, გასაუბრება! საზოგადოებრივ მეცნიერებათა ბლოკის (გეოგრაფიის ) მასწავლებლების უცხოეთში სტაჟირების განმეორებითი კონკურსის მეორე ეტაპი

☑️ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებელთა სახლის) მიერ გამოცხადებული  საზოგადოებრივი მეცნიერებათა ბლოკის (გეოგრაფიის) მასწავლებლების უცხოეთში (ქ. ვროცლავი, პოლონეთი) სტაჟირების განმეორებითი კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდება 2026  წლის 7 აგვისტოს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად.

☑️ კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კონკურსის შედეგად შეირჩევიან გეოგრაფიის პედაგოგები. კანდიდატი,  რომელიც არ გამოცხადდება დადგენილ დროს, მოიხსნება შესარჩევი კონკურსიდან!!!

☑️ კონკურსის მე-2 ეტაპის - გასაუბრების  თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე....

☑️ სტაჟირების  შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში,  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის  ქუჩა #123, მე-2 სართული, N2 აუდიტორია; ინდივიდუალურ  განრიგში  მოცემული ინფორმაციის  (თარიღი, დრო) მიხედვით.

☑️ გასაუბრების ინდივიდუალური განრიგის გასაცნობად გადადით ბმულზე...