კონკურსი - “ჩემი დამრიგებელი” გამარჯვებული პროექტები
➡️ აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას. 2026-2027 სასწავლო წლიდან რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ,,ჩემი დამრიგებელი“ ამოქმედდება.
➡️ კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 243 საპროექტო განაცხადი, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ დაფინანსებისთვის 100 პროექტი შეარჩია. პროექტები მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ბულინგის პრევენციასა და მშობელთა ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.
➡️ 100 გამარჯვებული პროექტის ავტორი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურ 250-ლარიან სახელფასო დანამატს მიიღებს.


