ტრენინგი ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისათვის „ქცევის მართვა საკლასო ოთახში“
✅ 2026 წლის 31 ოქტომბერსა და 1-6 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ფსიქოლოგებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისათვის წარმატებით ჩატარდა ვებინარული ტრენინგი - „ქცევის მართვა საკლასო ოთახში“.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ქცევის მართვა საკლასო ოთახში“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ინგა ზარანდია. ტრენინგის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 7სესია.
✅ აღნიშნული ტრენინგ-კურსის მიზანიამონაწილეებმა განივითარონ კომპეტენცია, რომლის საფუძველზე შეძლებენ ქცევის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებას.
✅ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგებია: • მონაწილეებს შეუძლიათ განსაზღვრონ მოსწავლეთა რთული ქცევის ფორმები; • მონაწილეებმა იციან ქცევის მართვის ჯგუფის კონცეფცია და ჯგუფის წევრების როლი; • მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვების მეთოდები საკლასო გარემოში; • მონაწილეებს შეუძლიათ დაგეგმონ რთული ქცევის შეცვლის პრევენციული სტრატეგიები, ჩამნაცვლებელი უნარ-ჩვევის სწავლებისა და სასურველი ქცევების სწავლების სტრატეგიებს.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 80%-ს;
• ტესტი (მაქს ქულა 10; მინ. ქულა 7 (70%)
✅ 4 ნოემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.






