აჭარის პედაგოგთა III რეგიონული კონფერენცია დასრულდა
2016 წლის 25 დეკემბერს ქობულეთში, სასტუმრო "ჯორჯია პალასში" საზეიმოდ დაიხურა აჭარის პედაგოგთა III რეგიონულ კონფერენცია: „სწავლების საუკეთესო პრაქტიკა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები”. კონფერენციის შედეგად: - მასწავლებლებს საშუალება მიეცათ კოლეგებისათვის გაეზიარებიათ საკუთარი გამოცდილება და განეხილათ თავიანთი წარმატებული პრაქტიკა. - კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. - მასწავლებლები ხელს შეუწყობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს განათლების ხელშეწყობა, მათ სოციალური ინტეგრაციაში, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებაში. - კონფერენციის მონაწილე დირექტორებს/დირექტორის მოადგილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებიათ კოლეგებისათვის საკუთარი გამოცდილება, განეხილათ წარმატებული მაგალითები მართვის სფეროში, რაც ხელს შეუწყობთ გააუმჯობესონ არსებული პრაქტიკა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში ლალი ლომთათიძე. სექციის ხელმძღვანელებმა - ნინო ფეტვიაშვილმა, რუსუდან თედორაძემ, მაია ინასარიძემ, ნუგზარ მოსულიშვილმა, მარიზა აბაშიძემ, მზია სალაძწემ და თამილა თალაკვაძემ თავიანთ გამოსვლაში შეაჯამეს სექციური მუშაობა და აღნიშნეს წარმატებული მომხსენებლები. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა – ინგა შამილიშვილმა. მან პედაგოგებს მიულოცა აჭარის პედაგოგთა III რეგიონული კონფერენციის დასრულება და წარმატებები უსურვა მათ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა - ირაკლი თავბერიძემ. დასასრულს კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.