ტრენერთა ტრენინგი ინკლუზიურ განათლებაში
2017 წლის 21-22-23 აპრილს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ინკლუზიურ განათლებაში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადმოცემულ ტრენინგ-მოდულში: „ინკლუზიური განათლება სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრების თანამშრომლებისათვის“. ტრენინგს ატარებდა თბილისიდან მოვლინილი ეროვნული ცენტრის ტრენერი მარიკა ზაქარეიშვილი. ტრენინგის ხანგრძლივობა იყო : სამი დღე, 12 საკონტაქტო საათი, დღეში 4 საათი. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: • ინკლუზიური განათლების არსი; • სკოლის მართვის პროცესში ინკლუზიური ღირებულებების არსებობის მნიშვნელობა; • ბავშვზე ცენტრირებული ინდივიდუალური მიდგომებით სწავლების მნიშვნელობა; • ინკლუზიური გარემოს აღწერა სკოლაში; • სასკოლო გარემოში საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა რელევანტური გარემოს შექმნისათვის; • ადმინისტრაციის როლი ინკლუზიური განათლების წარმართვის პროცესში და ხედვა კონკრეტული სტრატეგიების განხორციელებასთან დაკავშირებით; • ეთიკური ტერმინოლოგიის გამოყენების მნიშვნელობა სსსმ და შშმ პირთა საკითხების ანალიზისა, თუ პროცესების აღწერისას; • სკოლაში დამხამრე სპეციალისტების არსებობის მნიშვნელობა, მათი ფუნქცია და თანამშრომლობის გზები; • საქართველოში არსებული სსსმ და შშმ პირებისათვის განკუთვნილი მომსახურეობები; • ინკლუზიური განათლების ქართულ და საერთაშორისო მარეგულირებელ დოკუმენტები და საგანმანათლებლო სივრცეში სსსმ და შშმ პითა უფლებების დაცვა; • სკოლაში ინკლუზიური განათლების პროცესის მიმდინარეობის შეფასების მექანიზმები; • ინკლუზიური განათლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის სკოლის, რესურს ცენტრის და შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის მექანიზმების მნიშვნელობა; • სკოლის მართვის პროცესში გუნდური პრინციპით მუშაობის მნიშვნელობა და მასწავლებლების და/ან სპეციალური მასწავლებლების მოტივირება ყველა მოსწავლესთან, მათ შორის სსსმ და შშმ პირებთან მუშაობის პროცესში. ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერები: ინგა ზარანდია, ლელა თავდგირიძე, თამარ გოგიშვილი, შორენა დოლიძე, დალი თურმანიძე. ტრენინგს მსმენელთა რანგში ესწრებოდნენ ბათუმის და ხელვაჩაურის საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები. ტრენინგ-მოდული: „ინკლუზიური განათლება სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრები თანამშრომლებისათვის“ ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის საჯარო სკოლების ადმინისტრაციის (დირექტორი, მოადგილე) და რესურს ცენტრების თანამშრომლებისათვის. ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.