ცერნში სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

2017 წლის 8 სექტემბერს ბათუმის მასწავლებელთა სახლში ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა ა(ა)იპ მიერ ქ. ჟენევაში. ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი გასაუბრება. გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო ცხრა კანდიდატმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო ორგანიზაციის საიტზე. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: ირაკლი თავბერიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე, ზურაბ ბერია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფიზიკის სპეციალისტი, ნუგზარ მოსულიშვილი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ლაბორატორიის გამგე, მადონა ჯაიანი - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თინათინ ციცხვაია - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი, ირმა მახარაძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი. დამკვირვებლის სტატუსით გასაუბრებას ესწრებოდა: დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი - ტიტე აროშიძე. კონკურსის მეორე ეტაპი (გასაუბრება) წარმატებით გადალახა სამმა კანდიდატმა: - ვენერა აბუსელიძემ - (სსიპ ბათუმის №18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი) - მარინა ჩაგანავამ (სსიპ ბათუმის №8 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი) - მერაბ გობაძემ (სსიპ ბათუმის №6 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი). ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება მიმდინარე წლის 12-18 ნოემბერს.