ქობულეთის პედაგოგთა კონფერენცია

2017 წლის 5 დეკემბერს ქ. ქობულეთის რესურსცენტრში ჩატარდა  პედაგოგთა მე-4 მუნიციპალური კონფერენცია - "ჩემი ინგლისურის გაკვეთილი". 
 
კონფერენცია გახსნა ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ. 
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა  ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მან ყველას წარმატება უსურვა და დამსწრეებს  საუკეთესო მოხსნებების გამოსავლენად ჟიურის წევრები წარუდგინა: ბათუმის მასწავლებლის სახლის ინგლისური ენის ტრენერები -ნინო ალანია და დალი აბურჯანია, ბათუმის მასწავლებლის სახლის უცხო ენების მიმართულების კოორდინატორი -  გიული მიქელაძე.
სულ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 8 მოხსენება. მათ შორის სამ საუკეთესო მომხსნებელს - ნანა რეხვიაშვილს (დაბა ჩაქვის №1 საჯარო სკოლა), ქეთევან დავითაძეს (ბობოყვათის საჯარო სკოლა), ქეთევან ვეკუას (ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლა), დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა ქობულეთის რაიონული საბჭოს თავმჯდომარემ გელა ლაზიშვილმა.