სექციური მუშაობა აჭარის პედაგოგთა IV რეგიონულ კონფერენციაზე
2017 წლის 23-24 დეკემბერს, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ გაიმართა აჭარის პედაგოგთა მეოთხე რეგიონულ კონფერენციაზე წარმოდგენილი აბსტრაქტების განხილვა სექციებში.
აბსტრაქტების კონკურსში მონაწილე 228 პედაგოგიდან 96 მონაწილე შეირჩა.
სექციური მუშაობა ოთხ სესიად დაიგეგმა და შემდეგი მიმართულებებით წარიმართა: ქართული ენა და ლიტერატურა, დაწყებითი განათლება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება, უცხოური ენები, მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია, განათლების მართვა, ინკლუზიური განათლება. პრეზენტაციებს შორის მიმდინარეობდა 5-წუთიანი დისკუსია-განხილვა.
IV კონფერენციის მონაწილეთა წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები: მაია ინასარიძე, რუსუდან თედორაძე, ნინო ფეტვიაშვილი, ნონა პოპიაშვილი, ზურაბ ბერია, ზაქარია გიუნაშვილი, ნუგზარ მოსულიშვილი.
წელს პირველად განხორციელდა ვიდეო-ჩართვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. განათლების ადმინისტრირებისა და ლიდერობის ფაკულტეტის (სენთ ქლაუდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მინესოტა, აშშ) დოქტორანტმა შორენა დოლაბერიძემ წარმოადგინა on-line პრეზენტაცია - „კარგიდან სრულყოფილებამდე“.
აჭარის პედაგოგთა IV რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების ექსპერტები, პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.