აჭარის პედაგოგთა IV რეგიონული კონფერენცია დასრულდა

24 დეკემბერს, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ საკონფერენციო დარბაზში საზეიმოდ დასრულდა აჭარის პედაგოგთა მეოთხე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“. საზეიმო დახურვაზე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: ირაკლი თავბერიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი და დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში ლალი ლომთათიძე.

აჭარის პედაგოგთა IV კონფერენციის პროგრამა პლენარულ და 7 სექციურ მუშაობას ითვალისწინებდა. აბსტრაქტების კონკურსში მონაწილე 228 პედაგოგიდან 96 მონაწილე შეირჩა, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში მოხსენებების პრეზენტაცია წარმოადგინეს. სექციურ მუშაობა შემდეგი მიმართულებებით წარიმართა: ქართული ენა და ლიტერატურა, დაწყებითი განათლება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება, უცხოური ენები, მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია, განათლების მართვა, ინკლუზიური განათლება. სექციური მუშაობა შეაჯამეს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა: მაია ინასარიძემ (ქართული ენისა და ლიტერატურის სექცია), ნონა პოპიაშვილმა (უცხოური ენების სექცია), რუსუდან თედორაძემ (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია), ნინო ფეტვიაშვილმა (განათლების მართვისა და ინკლუზიური განათლების სექცია), ზაქარია გიუნაშვილმა და ზურაბ ბერიამ (ტექნიკური საგნებისა და ისტის სექცია), ნუგზარ მოსულიშვილმა (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექცია). აღნიშნა, რომ ყოველ წელს აჭარის პედაგოგთა კონფერენციაზე უმჯობესდება წარმოდგენილ მოხსენებათა ხარისხი და თემატიკა.

დასასრულს კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ - კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებისათვის და კონფერენციაში მონაწილებისათვის. აჭარის პედაგოგთა IV კონფერენციის მაღალი ხარისხით ორგანიზებისათვის სერტიფიკატები გადაეცა სასტუმრო - "ჯორჯია პალასის" მენეჯმენტს.