ამერიკელი ექსპერტების მასტერ - კლასი ინგლისური ენის პედაგოგებისათვის

21 მარტს აჭარის განათლების ფონდში/ბათუმის მასწავლებლის სახლში IREX – საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს ექსპერტებმა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის „მასწავლებლები გლობალური განათლებისთვის“ ფარგლებში ჩაატარეს მასტერ-კლასი ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.
 
1. „კითხვა ტექსტის დეტალურად გაგებისთვის“ (ანჯელა მადსენი, ვესტსაიდ მიდლსქულის პედაგოგი, ნებრასკა).
2. მულტიმედიური წერა–ლიტერატურის ბლოგი (პიტერ კლარკი, წმინდა მარგარეტის ეპისკოპალური სკოლის პედაგოგი, სენ ჯუან კაპისტანო, კალიფორნია).
3. „დრამა - აქტივობები“ დრამის შესწავლის წინ (პიტერ კლარკი,წმინდა მარგარეტის ეპისკოპალური სკოლის პედაგოგი, სენ ჯუან კაპისტანო, კალიფორნია).
მასტერ-კლასს მონიტორინგს უწევდა IREX-ის საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების პროგრამის ასისტენტი - ჯარედ ნაურსი. ასევე ესწრებოდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ინგლისური ენის ტრენერები.