ქედის მასწავლებელთა II მუნიციპალური კონფერენცია
2018 წლის 10 ივნისს ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიმართა მეორე მუნიციპალური კონფერენცია თემაზე - ,,წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა და ინოვაციური მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში“.
კონფერენციის საზეიმო გახსნა ქედის რესურსცენტრის უფროსმა - დურმიშხან შავიშვილმა.
მონაწილეებს მიესალმნენ: ირაკლი თავბერიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; ლევან გორგილაძე - ქედის მუნიციპალიტეტის მერი; შუქრი თურმანიძე- ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ტარიელ ებრალიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი; ლალი ლომთათიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში.
პლენარული და სექციური მოხსენებები ,,მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემა”-ში ჩართულმა 32 -მა პედაგოგმა შემდეგი მიმართულებებით წარადგინა:
ქართული ენა და ლიტერატურა
უცხოური ენები (ინგლისური და რუსული)
საბუნებისმეტყველო/ტექნიკური (მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება)
სოციალური მეცნიერებები (ისტორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, განათლების მართვა)
სექციურ მუშაობას ხელმძღვანელობდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: რუსუდან ნადარეიშვილი (ქართული ენა და ლიტერატურა), ნინო ალანია (უცხოური ენები), რუსუდან წულუკიძე და თენგიზ კუჭავა ( საბუნებისმეტყველო/ტექნიკური), კახაბერ ჩაკვეტაძე (სოციალური მეცნიერებები).
დასასრულს სექციის ხელმძღვანელებმა სექციური ჯგუფების მუშაობა შეაჯამეს ბათუმის მასწავლებლის სახლის მოწვეულმა ტრენერები, რომლებმაც კონფერენცია წარმატებულად შეაფასეს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს საინტერესო თემებისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ: აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერი მასწავლებლები, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები.
კონფერენციის საზეიმო დახურვაზე ყველა მონაწილეს სერტიფიკატების გადაეცა.
კონფერენციის ორგანიზატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქედის რესურსცენტრი.
კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი; ქედის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირი.