აჭარის პედაგოგთა VI რეგიონული კონფერენცია გაიხსნა
განათლების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი რესურსი მასწავლებელია, რომლის პროფესიული განვითარების უპირველესი გზა კოლეგებთან თანამშრომლობაა. ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა პროფესიულ საკითხებზე, როცა პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია.
2019 წლის 20 დეკემბერს ციხისძირში, სასტუმრო - „კასტელო მარეში“ საზეიმოდ გაიხსნა აჭარის პედაგოგთა მეექვსე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მონაწილეთა წინაშე მოხსენებით საანგარიშო მოხსენებით - „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის გამოწვევები და მიღწევები - 2019 წ “- წარსდგა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში ლალი ლომთათიძე.
აჭარის პედაგოგთა VI რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი 182 მასწავლებელმა გამოთქვა. მათ შორის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა 172 განაცხადი. წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანთა მიერ კონფერენციისათვის შეირჩა 108 საუკეთესო მოხსენება.
სამი დღის განმავლობაში კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებს ერთ პლენარულ სხდომას, შვიდ სექციურ მუშაობას და შემაჯამებელ სხდომას.
აჭარის პედაგოგთა VI კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტები, აჭარის სკოლების პედაგოგები, აგრეთვე სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები.