სექციური მუშაობა აჭარის პედაგოგთა VI რეგიონულ კონფერენციაზე

2019 წლის 21-22  დეკემბერს, ციხისძირში, სასტუმრო „კასტელო მარეში“ გაიმართა  აჭარის პედაგოგთა მეექვსე რეგიონულ კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების წარდგენა/განხილვა სექციებში.
წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანთა მიერ კონფერენციისათვის შეირჩა 108 საუკეთესო მოხსენება. 
კონფერენციის სექციური მუშაობა ოთხ სესიად დაიგეგმა და შემდეგი მიმართულებებით წარიმართა:  ქართული ენა და ლიტერატურა; დაწყებითი განათლება, კლასკომპლექტში სწავლება; ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;  უცხოური ენები;  ისტი, მათემატიკა, ფიზიკა; ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება;  განათლების მართვა, ინკლუზიური განათლება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი. პრეზენტაციებს შორის მიმდინარეობდა 5-წუთიანი დისკუსია-განხილვა.
აჭარის პედაგოგთა VI კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოწვეული ექსპერტები: მაია ინასარიძე, რუსუდან თედორაძე, ნონა პოპიაშვილი, ნუგზარ მოსულიშვილი, კახაბერ ჩაკვეტაძე. ისინი პრეზენტაციებით წარსდგნენ VI კონფერენციის მონაწილეთა წინაშე და ამავე დროს უძღვებოდნენ სექციურ მუშაობას. 
ფართოა კონფერენციის მონაწილეთა გეოგრაფიული არეალი. წარმოდგენილია აჭარის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი. 
აჭარის პედაგოგთა ტრადიციული კონფერენცია არის მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია, სადაც მასწავლებლები გაამდიდრებენ ერთმანეთს საინტერესო იდეებით, სწავლების ეფექტიანი საშუალებებით და  კონფერენციის მიზანიც მიღწეული იქნება.