CERN-ი 2020 სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები
2020 წლის 14 თებერვალს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი - გასაუბრება.
გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კანდიდატმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.
კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო ორგანიზაციის საიტზე.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
ირაკლი თავბერიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე; ზურაბ ბერია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფიზიკის სპეციალისტი; მადონა ჯაიანი - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; თინათინ ციცხვაია - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი.
CERN-ში სტაჟირებისათვის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის კომპეტენტურად და ობიექტურად ჩატარების მიზნით, დამკვირვებლის სტატუსით გასაუბრებას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრიდან.
კონკურსანტებთან გასაუბრების შემდეგ გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
- ეთერ ხაბაზი (სსიპ ბათუმის №20 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
- მალხაზი დიმიტრაძე (ხულოს მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი).
- ნაირა მახარაძე (ქობულეთის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი).
ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ფიზიკის მასწავლებელთა ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება 2020 წლის 15 - 21 მარტს.