ქობულეთის პედაგოგთა VII მუნიციპალური კონფერენცია

✅ 2021 წლის 16 აპრილს ქობულეთის რესურსცენტრის მიერ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქობულეთის რაიონული საბჭოს თანაორგანიზებით ქობულეთის №3 საჯარო სკოლაში ჩატარდა პედაგოგთა VII მუნიციპალური კონფერენცია თემაზე "ჩემი ერთი დისტანციური გაკვეთილი".

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის განათლების ფონდი.

✅ კონფერენცია გახსნა ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ მოწვეული სტუმრები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი; აჭარის არ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი - ფატი ხალვაში; ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით მჭედლიშვილი; აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დირექტორის მოადგილე  - ლალი ლომთათიძე;  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ლია შაქარიშვილი; ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი - ნათია ნიჟარაძე; საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სმპთ) ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - გელა ლაზიშვილი.

✅ კონფერენციას ექსპერტის სტატუსით ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მზია სალაძე და ნინო ტავლალაშვილი.

✅ კონფერენციაში მონაწილეობდა 20 პედაგოგი, რომლებსაც სერტიფიკატებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.