ქ. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია

✅ 15 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ბათუმის №16 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია.
✅ კონფერენცია გახსნა მე-16 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა - მანანა ჭანტურიამ. მოსწავლეებს მიესალმნენ: სკოლის დირექტორი - ცირა ქობულაძე და მოწვეული სტუმრები: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ექსპერტი, გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი - მაია ბლიაძე და აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე.
✅ მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგინეს საინტერესო მოხსენებები შემდეგ თემებზე: დედამიწის ადგილი სამყაროში,დედამიწა უნაკალური პლანეტაა; თანამედროვეობის უმთავრესი გლობალური პრობლემები; გლობალური დათბობა; მსოფლიო ოკეანის პრობლემები; ტყეების გაჩეხვა და მისი გავლენა გარემოზე; ტრანსპორტისა და ურბანიზაციის გავლენა გარემოზე; კონფლიქტური სიტუაციები და გარემო; გეოგრაფიის როლი თანამედროვე გლობალური პრობლემების გადაჭრაში. მოხსნებების დასრულების შემდეგ კონფერენციის მონაწილებს მიმართა სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა - ლალი მგალობლიშვილი.
✅ კონფერენცია შეაჯამა მეცნიერმა, გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ავტორმა მაია ბლიაძემ. მან მადლობა გადაუხადა მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს გაწეული სამუშაოსთვის და უსურვა მათ შემდგომი წარმატებები.
დასასრულს, სკოლის დირექტორმა - ცირა ქობულაძემ და გეოგრაფიის ექპერტმა - მაია ბლიაძემ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
✅ მოსწავლეთა კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ქ. ბათუმის კერძო სკოლების დირექტორები: მარინა ცივაძე („ევრო-2000) და ქეთევან გოშხეთელიანი (სკოლა „იმედი“).