შუახევის მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალური კონფერენცია
✅ 2022 წლის 21 მაისს შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში გაიმართა შუახევის მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალური კონფერენცია: “მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევები და სწავლების ინოვაციური მიდგომები“.
✅ კონფერენციის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა.
✅ კონფერენცია გახსნა შუახევის რესურსცენტრის უფროსმა - ედუარდ გოგრაჭაძემ.
✅ მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი; შუახევის მუნიციპალიტეტის მერი - ომარ ტაკიძე; ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე; შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე - როსტომ ლორთქიფანიძე; აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე; საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ლევან ნატარიძე.
✅კონფერენციას ესწრებოდნენ და სექციურ მუშაობას უძღვებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ანა ლორია, მზია სალაძე, ქეთევან ბასილაძე, ნანა ვარდმანიძე, ნინო ტავლალაშვილი, კახა ჩაკვეტაძე, დალი თურმანიძე; შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები.
✅ სულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 140-მა პედაგოგმა, მათ შორის იყო 52 მომხსენებელი შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, რუსული ენა, ინგლისური ენა, ხელოვნება, ინკლუზიური განათლება.
კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
✅ კონფერენცია ჩატარდა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით