უცხოელ ექსპერტთა მასტერ-კლასი

2016 წლის 19 მარტს IREX – საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს ექსპერტებმა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის „მასწავლებლები გლობალური განათლებისთვის“ ფარგლებში აჭარის განათლების ფონდში/ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩაატარდა მასტერ-კლასი ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო სკოლებისა და აჭარის განათლების ფონდის ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.
თემატიკა:
„სწავლებისა და განათლების 5 ფუნდამენტალური მახასიათებელი“ - სტივენ ბლენი (ტეხასი, ქ. ფორტვერტი)
"ემიგრანტთა სწავლების სისტემა ამერიკაში" - მარიო პერესი (ილინოისი, ქ. ჩიკაგო)
მასტერ-კლასის მონაწილეებმა იმსჯელეს პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთობის, ასევე სასწავლო პროცესით ბავშვის დაინტერესების მეთოდებზე. მასწავლებლებს გამოცდილება გაუზიარეს IREX – ის საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს ექსპერტებმა. მათი შეფასებით, ქართველი პედაგოგების პროფესიული განვითარების პარალელურად, საჯარო სკოლებში შშმ მოსწავლეების სწავლებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგია უნდა შემუშავდეს.