ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში სტაჟირება დასრულდა

➡️ ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში - CERN დასრულდა ქართველი მასწავლებლების სტაჟირება, რომელიც მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას სკოლებში. 

➡️ფიზიკის 18 ქართველი მასწავლებელი, რომელიც 2023 წლის 26 მარტიდან - 1 აპრილამდე ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა.

➡️ მათ შორის აჭარიდან ცერნში იყვნენ ფიზიკის მასწავლებელთა 2023 წლის სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული პედაგოგები: ბაქარ დუაძე (ქ. ბათუმის №26 საჯარო სკოლა), ნაირა გოგიტიძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა), ირმა თავართქილაძე (ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქედლების საჯარო სკოლა) და ჯაბა შაინიძე ( შპს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“).

➡️ აჭარის ჯგუფს ხელმძღვანელობდა აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - ჯემალ სურმანიძე.

➡️ ჯგუფის წევრებმა ერთი კვირის განმავლობაში, დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე, სამეცნიერო მიღწევებსა და ამ კვლევების დანიშნულებაზე, ფიზიკის როლსა და საჭიროებაზე სხვადასხვა პროფესიების და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაზე.

➡️ მასწავლებლებმა მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსების: ირაკლი მინაშვილის, ალექსი მესტვირიშვილის და გივი სეხნიაიძის სემინარები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.

➡️ პედაგოგებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ცერნში საგანგებოდ მოწვეული ქ. ბერნის კოლეჯის ქართველი პედაგოგის - ირმა მგელაძის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას  ფიზიკის სწავლების საკითხებზე.

➡️სტაჟირების დასასრულს, მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვეინერმა  ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.

➡️აჭარის იზიკის მასწავლებელთა ცერნში სტაჟირების პროგრამას ბათუმის მასწავლებლის სახლი 2016 წლიდან ახორციელებს.