ქობულეთის მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია

✅ 2023 წლის 30 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქობულეთში, სასტუმრო „Georgia Palace“ -ში ჩატარდა ქობულეთის მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია : ,,ჩემი ერთი გაკვეთილი“. მასწავლებელთა კონფერენციას ქობულეთი მუნიციპალიტეტმა წელს მერვედ უმასპინძლა.
✅ კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი - ლევან ზოიძე; აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით მჭედლიშვილი; აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე; მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, ბათუმის მასწავლებლის სახლის ბიოლოგიის მიმართულების ტრენერი - ნანა ვარდმანიძე.
✅ კონფერენციას უძღვებოდა ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი - მადონა გოგიტიძე.
✅კონფერენციის მიზანი იყო: 2021-22 სასწავლო წელს განხორციელებული კომპლექსური დავალებებისა და სასკოლო პროექტების წარმოდგენა, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება და პროფესიული გამოცდილების გაზიარება.
✅ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფის 35-მა პედაგოგმა. შემოსული ნაშრომები შეაფასეს აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ტრენერებმა. აჭარის განათლების ფონდიდან მოწვეული საგნობრივი ექსპერტების შეფასებებით გამოვლინდა საუკეთესო ათეული.
✅ კონფერენციის დასკვნით ეტაპში მონაწილეობდა 10 პედაგოგი, რომლებმაც პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს თავიანთი მოხსენებები. მოხსენებებს შორის გაიმართა დისკუსია.
✅ კონფერენციის დასასრულს გამოვლენილ ნომინანტებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.