სექციური მუშაობა აჭარის პედაგოგთა VII რეგიონულ კონფერენციაზე
✅ 2023 წლის 25 ნოემბერს, აჭარის განათლების ფონდში გაიმართა აჭარის პედაგოგთა მეშვიდე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.
✅ გაფართოვდა კონფერენციის მონაწილეთა გეოგრაფიული არეალი, სადაც წარმოდგენილი იყო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი. ექსპერტთა მიერ კონფერენციისათვის შეირჩა 118 საუკეთესო მოხსენება. ასევე წელს პირველად კონფერენციას მსმენლის სტატუსით ესწრებოდა 120 დარეგისტრირებული მსმენელი აჭარის სკოლებიდან.
✅ აჭარის პედაგოგთა მეშვიდე რეგიონული კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა რვა სექციურ მუშაობას. სექციებში გაიმართა კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების წარდგენა/განხილვა. პრეზენტაციებს შორის მიმდინარეობდა 5-წუთიანი დისკუსია-განხილვა.
✅ კონფერენციის სექციური მუშაობა ორ სესიად დაიგეგმა და შემდეგი მიმართულებებით წარიმართა:
➡️ ქართული ენა და ლიტერატურა - მოდერატორები: მარიზა აბაშიძე, ნათია თავდგირიძე
➡️ დაწყებითი განათლება - მოდერატორები: ნინო ვაშალომიძე, მზია სალაძე
➡️ ისტორია, გეოგრაფია, მოქალაქეობა - მოდერატორები: ლუიზა რევიშვილი, ნინო ტავლალაშვილი, კახაბერ ჩაკვეტაძე
➡️ უცხოური ენები - მოდერატორი: დალი აბურჯანია
➡️ მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები - მოდერატორი: ეკატერინე თურმანიძე
➡️ ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება - მოდერატორები: ნუკრი კობახიძე, ნანა ვარდმანიძე
➡️ განათლების მართვა, ინკლუზიური განათლება - მოდერატორები: ლელა თავდგირიძე, მირანდა გორგოშიძე
➡️ ხელოვნება, მუსიკა, სპორტი - მოდერატორები: ლალი კონცელიძე, გივი კერესელიძე
✅ აჭარის პედაგოგთა ტრადიციული კონფერენცია არის მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია, სადაც მასწავლებლები ამდიდრებენ ერთმანეთს საინტერესო იდეებით, სწავლების ეფექტიანი საშუალებებით. რაც არის კონფერენციის მიზანი.